ქალი ოპოზიციონერები აშშ-ში - დეპუტატები ვაშინგტონს ევროპულ გზასა და 2024 წლის არჩევნებში მხარდაჭერას სთხოვენ
გადამწყვეტ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ოპოზიცია ამერიკაში შეხვდრებს მართავს. დემოკრატიული განვითარების ეროვნული ფონდის მიერ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა ქალმა პოლიტიკოსებმა მიიღეს. სწორედ ქალი პოლიტიკოსები სთხოვენ ვაშინგტონს მხარდაჭერას საქართველოს ევროპულ გზაზე.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ახლა, როგორც არასდროს საჭიროა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების ყურადღებაა მაქსიმალურად იყოს მოპყრობილი საქართველოსკენ, რათა არჩევნებში სპეკულაციები და გაყალბების მექანიზმები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
წინასაარჩევნოდ და განსაკუთრებით იმ ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ჩვენ გვქონდა შეხვედრა ყველგან. სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, სენატში და საქართველოს ყველა პარტნიორს ვესაუბრებოდით ამ თემებზე. ეს არის საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რეკომენდაცია მოგვენიჭა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, "ქართული ოცნების" პირობებში, რა თქმა უნდა, საფრთხის ქვეშ არის ყოველთვის. მეორე ეს არის მომავალი არჩევნები, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც არ არის მხოლოდ მთავრობის ასარჩევი და ხელისუფლების ასარჩევი არჩევნები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, გეოპოლიტიკურ გზაგასაყარზე მყოფი ქვეყნის არჩევნები", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შტატებში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც მსოფლიოში კრიზისია და ამერიკის გადაწყვეტილების მიმღები პირების დრო და ყურადღება არის ძალიან სერიოზული სტრესის ქვეშ, მნიშვნელოვანია, საქართველო არ ჩამოვიდეს დღის წესრიგიდან.
მნიშვნელოვანი იყო შტატებში ჩამოსვლა. ახლა, როდესაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ბრიუსელმა და ველოდებით ამ მიმართულებით სერიოზულ პროცესს, რადგან ამერიკა არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი. ახლა, როდესაც მსოფლიოში კრიზისია და ამერიკის გადაწყვეტილების მიმღები პირების დრო და ყურადღება არის ძალიან სერიოზული სტრესის ქვეშ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არ ჩამოვიდეს დღის წესრიგიდან და საქართველოს მიმართ ყურადღება და მხარდაჭერა სხვა კრიზისებმა არ გადაფაროს", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.