არჩევნების გამყალბებლების გამოვლენა და ემიგრანტების საარჩევნო პროცესში ჩართულობა - "გირჩის" და "დროას" შეხვედრები რეგიონებში

02.12.23 12:30
არჩევნების გამყალბებლების გამოვლენა და ემიგრანტების საარჩევნო პროცესში ჩართულობა - "გირჩის" და "დროას" შეხვედრები რეგიონებში

არჩევნების გამყალბებლების გამოვლენა, ემიგრანტების საარჩევნო პროცესში ჩართულობა და პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დასრულება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რის შესახებაც ელენე ხოშტარიამ და ზურაბ ჯაფარიძემ ზუგდიდის მოსახლეობას ესაუბრეს.

პარტია "დროასა" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" ერთობამ რეგიონებში შეხვედრები დაიწყო. გადამწყვეტ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ხოშტარია-ჯაფარიძის გაერთიანება გეგმავს ჩავიდნენ ყველგან და მხარდამჭერებს საკუთარი გეგმების შესახებ უფრო მეტი უთხრან, თუ როგორ წარმოუდგენიათ არჩევნებში "ქართული ოცნების" დამარცხება.

ჩვენ დღეს ზუგდიდში ვისაუბრეთ კონკრეტულ ამოცანებზე, რაც გვაქვს ამ პერიოდში. ეს არის გამოვლენა და გამჟღავნება იმ ხალხის, რომელიც მათ შორის, სამეგრელოში და ზუგდიდში არის დაკავებული ადამიანების ჩაგვრით, არჩევნების გაყალბებით, რაც უკვე დაწყებული არის ფორმალური და არაფორმალური ინსტიტუტებით. მეორე ჩვენი ამოცანა არის, გავაცნოთ ხალხს ემიგრანტების შესახებ ინიციატივა, რადგან ბევრი ადამიანი წასულია, ოჯახის წევრები აქ არიან და მათი არჩევნებში მონაწილეობა იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი", - განაცხადა ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები