სულ უფრო მეტი ადამიანი აღიარებს, რომ სასამართლოს კორუმპირებული კლანი მართავს - ბუაძე პრეზიდენტის განცხადებაზე
სულ უფრო მეტი ადამიანი აღიარებს, რომ სასამართლოს კორუმპირებული კლანი მართავს - ასე ეხმაურება "ლელოს" წევრი საბა ბუაძე პრეზიდენტის განცხადებას.
ბუაძის თქმით, ასევცე, რაც უფრო მეტი დროს გადის, სულ უფრო მეტი ადამიანი აღიარებს, რომ სასამართლო კლანის დემონტაჟის გარეშე საქართველო ევროკავშირს ვერ დაუახლოვდება
ის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემას მართავს კორუმპირებული, ნულოვანი ნდობის მქონე, სანქცირებული და დისკრედიტირებული კლანი, ეს საზოგადოების უმრავლესობამ იცის და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტი ადამიანი აღიარებს ამ ყველაფერს და აღიარებს იმასაც, რომ ამ სასამართლო კლანის დემონტაჟის გარეშე ვერ დაუახლოვდება საქართველო ევროკავშირს. დღეს "ქართული ოცნება" და სასამართლო კლანი მოქმედებენ ერთად ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისა და ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ და ამას იაზრებს დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი", - განაცხადა საბა ბუაძემ.
ოპოზიცია სანქცირებული მოსამართლეების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. პოლიტიკოსებისთვის განსაკუთრებით საყურადღებო პრეზიდენტის სიტყვები აღმოჩნდა. უკვე მეორე დღეა არ წყდება პოლიტიკური დისკუსია სალომე ზურაბიშვილის განცხადებების ირგვლივ. მთავარსარდალი ფიქრობს, რომ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს.