თუ პრეზიდენტი ქმედებითაც განახორციელებს სასამართლოს გაჯანსაღების ნაბიჯს, კარგი იქნება - ყოფილი მოსამართლე
გააძლიერებს თუ არა სალომე ზურაბიშილი საკუთარ წარმომადგენლობას იუსტიციის საბჭოში - თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და ზურაბიშვილს სისტემის შიგნიდან მხილებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, ხელი შეეწყობა ქვეყნის ევროინტეგრაციას.
შეუძლია, სიტყვები საქმედ აქციოს და თუნდაც, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი წარმომადგენლისგან დაიწყოს ამ საკითხზე ზრუნვა. ეს მას შეუძლია, თუნდაც განცხადებების დონეზე და ძალიან ბევრ ქმედებაში მონაწილეობით. ჩვენ ვნახეთ, რომ ხშირ შემთხვევაში, დანიშვნები მისი მხრიდან ისე ხდებოდა, რომ თავადაც არ იცოდა, ვის ნიშნავდა და ასე არის სასამართლო სისტემაში დანიშნული ბევრი პირი. პრეზიდენტის მხრიდან ვსაუბრობ ამ ყველაფერს. შესაბამისად, მისი სიტყვა და საქმე უნდა დაემთხვეს ერთმანეთს. და თუ კი ქმედებითაც ის განახორციელებს სასამართლოს გაჯანსაღების ნაბიჯს, ძალიან კარგი იქნება. მითუმეტეს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ევროინტეგრაციის გზაზე არის სასამართლო სისტემა. ამის გარეშე ნაბიჯის გადადგმა წინ ვერ მოხერხდება". - განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ.
ოპოზიცია სანქცირებული მოსამართლეების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. პოლიტიკოსებისთვის განსაკუთრებით საყურადღებო პრეზიდენტის სიტყვები აღმოჩნდა. უკვე მეორე დღეა არ წყდება პოლიტიკური დისკუსია სალომე ზურაბიშვილის განცხადებების ირგვლივ. მთავარსარდალი ფიქრობს, რომ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს.