"საქართველო რუსეთის მეორე ფრონტია" - ფრანგული გამოცემის სკანდალური სტატია და "ოცნების" პასუხი

02.12.23 15:32
"საქართველო რუსეთის მეორე ფრონტია" - ფრანგული გამოცემის სკანდალური სტატია და "ოცნების" პასუხი

საქართველო კიდევ ერთი რუსული ფრონტია - ამ სათაურით სტატიას ფრანგული გამოცემა აქვეყნებს.

ქართველ ხალხს უნდა ევროპა, თუმცა ხელისუფლება საპირისპირო ქმედებით არის დაკავებული - წერს საფრანგეთის საერთაშორისო ინსტიტუტი.

ნაშრომში ნახსენებია ბიძინა ივანიშვილიც, ოლიგარქი, რომელსაც სახელისუფლებო პარტიაზე არაფორმალური გავლენები გააჩნია.

რამ გამოიწვია პოლიტიკური კრიზისი საქართველოში? ფრანგი მკველვარები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი სათავეს 2021 წლიდან იღებს. 

"ქართული ოცნების" საერთაშორისო პოლიტიკა ძირს უთხრის ურთიერთობას დასავლელ პარტნიორებთან და ეჭვქვეშ აყენებს ერთ დროს პროევროპული ქვეყნის სახელით ცნობილ საქართველოს. - მკვლევრები ფიქრობენ, რომ აგრესორი რუსეთი საქართველოს დღემდე ბრძოლის ველად განიხილავს, რასაც ღრმა პოლიტიკურ კრიზისამდე მივყავართ.

მიუხედავად ამისა, მმართველი პარტიის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ აღნიშნული სტატია ანტისახელისუფულებლო კამპანიაა, რომელსაც დაქირავებული ლობისტები აწარმოებენ.

გია ვოლსკის თქმით, "ქართული ოცნების" დამსახურებაა ქვეყანაში ევროინტეგრაციის მომხრე ადამიანების მრავლად ყოფნა.

ათეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა იმისათვის, რომ ლობისტურ კომპანიებს ეწარმოებინათ ანტისახელისუბრო საქმიანობა ინტენსიურად, პოლიტიკურ დონეზე, საინფორმაციო სივრეში, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე. უკვე წავიკითხეთ კონკრეტული გვარები, რომლებთაც კონკრეტული ხელფასი გადაუხადეს ამაში და ეს უტიფარი სტატიაც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანია. მაგრამ ფაქტი არის ერთი, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ კი ევროინტეგრაციას 80%-ზე მეტი უჭერს მხარს ლომის წილი ამ დამოკიდებულებაში არის "ქართული ოცნების" დამსახურება. არაფერი ევროპული იმაში არ დევს, რასაც ჰქვია ადამიანის წამებაში მოკვლა და ჩვენი მოქალაქეებიდან არავინ არ არის ისეთი, რომელმაც არ იცოდეს გახმაურებული ისტორიები, როგორ გადაიყვანეს მანქანიდან და დახვრიტეს ერთი თუ მეორე. თუ ეს ვინმეს ჰგონია ევროპული სტანდარტი და ადამიანის უფლებების დაცვის ფორმა ის არამედ ცდება, არამედ უტიფარია. წარმოიდგინეთ, რომ ჟურნალისტი დაიქირავეს. ქართველი ჟურნალისტის დაქირავებაც ვერ შეძლეს იმისთვის, რომ თეთრ სახლში თუ სახელმწიფო დეპარტამენტში დაესვათ კითხვა, არამედ განცხადებები გაეკეთებინათ იმის თაობაზე, თუ რამდენად არადემოკრატიულია საქართველოში მმართველობა", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

მსგავსი სიახლეები