სახდეპი საქართველოს მთავრობას რუსეთთან სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებას ურჩევს

02.12.23 15:26
სახდეპი საქართველოს მთავრობას რუსეთთან სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებას ურჩევს

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას რუსეთთან სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებას ურჩევს. ბლინკენის უწყებამ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ტერორიზმის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შესახებ არის საუბარი.

"იმის გამო, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი, საქართველო ვერ აკონტროლებს რუსეთთან საერთაშორისოდ აღიარებული სახმელეთო საზღვრის ნაწილს, ამიტომ უნდა გააძლიეროს უსაფრთხოება ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ...სასაზღვრო პოლიცია პატრულირების გზით აკონტროლებს საქართველოს მწვანე საზღვრებს  65 სასაზღვრო პუნქტიდან, რომელთაგან დაახლოებით 10 პრიმიტიულ ან ცუდ მდგომარეობაშია - არაადეკვატურია მთელი წლის განმავლობაში პერსონალის საცხოვრებლად. რის შედეგადაც, რუსეთთან ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ მაღალ სიმაღლეზე მდებარე მონაკვეთები ვერ იქნება დაცული ზამთრის თვეებში, რაც ამ ტერიტორიებს უკანონო საქმიანობისთვის ღია მდგომარეობაში ტოვებს" - ვკითხულობთ ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები