"ქართველ ხალხს ხომ არ ვკლავთ ქუჩებში? რა ვუშველოთ, არ ვიცი" - ოდიშარია პრეზიდენტის განცხადებაზე

02.12.23 15:56
"ქართველ ხალხს ხომ არ ვკლავთ ქუჩებში? რა ვუშველოთ, არ ვიცი" - ოდიშარია პრეზიდენტის განცხადებაზე

რა ვუშველოთ, არ ვიცი - "ქართული ოცნება" პრეზიდენტის კრიტიკამ წყობიდან გამოიყვანა. 

სასამართლო კლანის ლობირებაში შემჩნეული მმართველი ძალა პრეზიდნეტს საუბრის ნაცვლად დუმილს ურჩევს. 

"ქართველ ხალხს ხომ არ ვკლვათ ქუჩებში?" ამ რიტორიკულ კითხვას ბექა ოდიშარია პრეზიდენტის მწვავე განცხადებებს უპირისპირებს.

მე მაქვს მის გაპრეზიდენტებაზე განსაკუთრებული ამაგი, მთელ პარტიას გვაქვს, მაგრამ მე განსაკუთრებული. ვერ ვიჯერებ და გული მწყდება, რომ მის ასეთ განცხადებებს ვუსმენ. სულ რაღაც 13 დღეში კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ, სულ რომ ქვეყანა ფეხქვეშ ეწოდეს, ადამიანი, რომელსაც გული სტკივა საკუთარ სამშობლოზე და სურს, მისი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, პირში წყალს ჩაიგუბებდა და არანაირ განცხადებას არ გააკეთებდა, ვიდრე ამ სტატუსს არ მოგვანიჭებდნენ და მერე კრიტიკა მისაღებია. "ქართულ ოცნებას" ის დააბრალო, რომ აქ სამართალი არ არის, ქუჩაში ხალხს ხომ არ ვკლავთ და "ჯიხურებზე ვითომ დენმა დაარტყას" ხომ არ ვიძახით მიტინგების მერე. ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა მთავრდება იმით, რომ პოლიტიკოსები კარგავენ რეიტინგს და ნდობას. არ მსურდა, რომ ეს ქალბატონ სალომეს დამართნოდა, მაგრამ იმართებს და რა ვუშველოთ, არ ვიცი". - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ოპოზიცია სანქცირებული მოსამართლეების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. პოლიტიკოსებისთვის  განსაკუთრებით საყურადღებო პრეზიდენტის სიტყვები აღმოჩნდა. უკვე მეორე დღეა არ წყდება პოლიტიკური დისკუსია  სალომე ზურაბიშვილის განცხადებების ირგვლივ. მთავარსარდალი ფიქრობს, რომ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს.  

მსგავსი სიახლეები