26 მილიონის მოგებული ტენდერები მთავრობასთან მეგობრობის სანაცვლოდ - მკველვარებმა სავარაუდო კორუფციული ქსელი გაშიფრეს
26 მილიონის მოგებული ტენდერები ხელისუფლებასთან მეგობრობის სანაცვლოდ - ფლანგვის დეტექტორი საგანგაშო ინფორმაციას აქვეყნებს. მკველვარებმა სავარაუდო კორუფციული ქსელი გაშიფრეს.
დგინდება, რომ ჭიათურის მერია ძვირადღირებულ კონტრაქტებს ბიზნესმენ გაგალე ბრეგაძეს უფორმებს, რომლის ახლო კავშირებიც "ოცნების" ადგილობრივ მაღალჩინოსნებზე გადის.
გაგალე ბრეგაძის კომპანიებმა 2013-23 წლებში 26 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს. ოთხი კომპანიით ოპერირებს ეს კაცი ტენდერებში. ორი უშუალოდ მის სახელზე არის რეგისტრირებული, ხოლო ორი ვინმე ზვიად გელაშვილის სახელზე. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში გაგალე ბრეგაძე თავისი კომპანიებით ჭიათურის მერიას სხვადასხვა პროდუქციას აწვდიდა იმაზე მაღალი ღირებულებით, ვიდრე ეს საბაზრო იყო. ამავე დროს, ერთი და იგივე კომპანია ჭიათურის მერიას ხან სამშენებლო მასალებს აწვდის, ხან საკვებ პროდუქტებს, რაც ბადევს ეჭვს, რომ ეს ფიქტიურად შექმნილი კომპანია არის და მორგებულია იმაზე, თუ რას აპირებს რომ შეისყიდოს ჭიათურის მერიამ", - აღნიშნა "ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარმა დავით მჟვანაძემ.