5 ივლისის ძალადობა პირადად ღარიბაშვილმა წაახალისა, ამიტომაც არ დასჯის მის მოკავშირეებს - სამადაშვილი

02.12.23 17:27
5 ივლისის ძალადობა პირადად ღარიბაშვილმა წაახალისა, ამიტომაც არ დასჯის მის მოკავშირეებს - სამადაშვილი

სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული ანგარიში - ოპოზიციაში ფიქრობენ რომ "ოცნება" რადიკალურად განწყობილ ძალებს არ დასჯის, რადგან მათ შორის შეთანხებაა დადებული.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ 5 ივლისის ძალადობა, პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა წაახალისა და ამიტომაც პრემიერი არც საკუთარ თავს დასჯის და არც მის მოკავშირეებს.

მეტიც, ოპოზიციონერის თქმით, ძალადობრივი ჯგუფების მოწყობილ ძალადობას, შემოვლითი გზებით "ქართული ოცნება" აფინანსებს.

საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, დაუსჯელად დატოვა ეს ფაქტები, იმიტომ, რომ ეს იყო ძალადობა, რომელიც წაახალისა პირადად ღარიბაშვილმა. საკუთარ თავს და საკუთარი მოკავშირეების, იმ ჯგუფების მოწყობილ ძალადობას, რომელსაც შემოვლითი გზებით აფინანსებს "ქართული ოცნება", რა თქმა უნდა დღე, დღევანდელი ხელისუფლება არ დასჯიდა",- განაცხადა სამადაშვილმა. 

რა რეაგირებას მოახდენს ხელისუფლება სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ ანგარიშზე? შტატები მიანიშნებს, რომ პრო რუსული ძალების გავლენები საქართველოში საეჭვოოდ ძლიერდება. უახლეს ანგარიშში ხუთი ივლისის შემოქმედები ბლინკენის უწყებამ ექსტრემისტებად მოიხსენია. 

მსგავსი სიახლეები