ივანიშვილის გზა მეცენატობიდან ამრევობამდე

02.12.23 20:17
ივანიშვილის გზა მეცენატობიდან ამრევობამდე

ბიძინა ივანიშვილის ახალი პორტრეტის შესაქმნელად მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გამოცემამ ყველა შტრიხი გამოიყენა მისი განვლილი პოლიტიკური ცხოვრებიდან. "ოლიგარქი, არაფორმალური მმართველი, რუსეთთან შეკრული,  გიგანტური ხეების მოყვარული, მაგიური ხეების გადამტანი" და საბოლოოდ გამოვიდა ის რაც, politico -ს 2024 წლის პოლიტიკურ ნომინაციაში მოხვდა.

"ბიძინა ივანიშვილი არის ამრევი არაფორმალური მმართველი დენდროლოგიური პარკიდან" - ასე გააცნო politico-მ საქართველოს ყველზე გავლენიანი მოქალაქე მის მკითხველს,  რომელთა რიცხვი თვეში 28 მილიონ აღწევს.

ამავე სტატიაში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი "მეოცნებედ", მაკრონი კი "მოღვაწედ", ივანიშვილი კი "ამრევად არის მოხსენიებული. 

მედია გიგანტის პოლიტიკური ნომინაციის შემდეგ "ქართულ ოცნებაში" განსაცდელი დადგა. ივანიშვილის პოლიტიკურმა მემკვიდრეებმა უკვე არარ იციან, როგორ დაიცვან ქართველი ოლიგარქი. 

ქართველი ოლიგარქის გზა - მეცენატობიდან ამრევამდე - ნახეთ ნატა ქაჯაიას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები