რუსებზე გასხვისებული მიწები - ჟურნალისტური გამოძიება

02.12.23 21:28
რუსებზე გასხვისებული მიწები - ჟურნალისტური გამოძიება

როგორ ფორმდება საქართველოს შუაგულში ტერიტორიები უკრაინის მიერ რუსეთთან კავშირის გამო სანქცირებული ვახტანგ კარიჭაშვილის სახელზე? 

გორის რაიონის სოფლებში, სადაც ხალხს ბაღები რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართებით შემოუღობეს და დასამუშავებელი მიწაც კი საძებარი გაუხდათ, ნახეთ როგორ მიჰყიდა, ჩალის ფასად სახელმწიფო ტერიტორიები ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორს. 

რეგიონებში, სადაც  ადგილობრივები თითოეული გოჯის  დაკანონებისთვის წლები იბრძვიან,  მიწები  ჩინოვნიკების მეგობარი ბიზნესმენების სახელზე ერთი ხელმოწერით  ფორმდება.  სწორედ ასე აღმოჩნდა 715 ათას 411 კვადრატული მეტრი სასოფლო-სამეურნეო  მიწა გორის მუნიციპალიტეტში, სანქცირებული ბიზნესმენის,  ვახტანგ კარიჭაშვილის სახელზე.

გორი, კარალეთი, ხიდისთავი, ქვახვრელი - ამ სოფლებში ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ვახტანგ კარიჭაშვილმა  2022 წლის ივნისიდან, 2023 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით,  პირადი ან კომპანიების მეშვეობით სახელმწიფოს კუთვნილი თითქმის 800 ათასი კვადრატული მეტრი მიწა გადაფორმდა. მთავრობამ კარიჭაშვილს ეს ტერიტორიები  კვადრატული დაახლოებით, ერთ ლარად მისცა. 

შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, სანამ მთავრობა მიწებს ვახტანგ კარიჭაშვილს მიჰყიდდა,  25 წლიანი იჯარით ჰქონდა გაცემული. იჯარით ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელიწადში,  2023 წლის 8 მარტს 111 ათას  924 კვადრატული მეტრი მიწა ბიზნესმენს მთავრობამ 113 ათას ლარად მიჰყიდა, ანუ კვადრატული მეტრი 1 ლარად და 9 თეთრად. ამავე დღეს კარიჭაშვილის სახელზე კიდევ 206 ათას 672 კვადრატული მეტრი გადაფორმდა. ამ ტერიტორიაში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორმა, კვადრატულში 1 ლარი გადაიხადა. 

რა ვიცით ვახტანგ კარიჭაშვილზე? - ის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის,  უჩამ მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორია და პირდაპირ კავშირზეა ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებთან.  ვახტანგ კარიჭაშვილი რუსეთ საქართველოს მოქალაქე და ოკუპანტ ქვეყანაში  საქართველოდან ღვინის ერთ-ერთი მსხვილი გამტანია. სწორედ რუსეთის სისხლისმღვრელი ომის თანადგომისთვის დაასანქცირა ბიზნესმენი უკრაინამ.  

სოფელი ხიდისთავი ერთადერთი არ არის, სადაც კარიჭაშვილს გროშებად მიწები მიჰყიდეს. ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორის სახელზე ტერიტორიები გორში, კარალეთში და ქვახვრელშიც გადაფორმდა.  2153  კარალეთში და 6,389 კვადრატული გორში, 62,666 კვადრატული მეტრი კი  ქვახვრელში. ყველა ტერიტორიის მანამდე სახელმწიფო საკუთრება იყო. 

ვახტანგ კარიჭაშვილის ანგარიშებზე დიდი ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც შედის. რთველის სუბსიდირება  უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორისთვის სახელმწიფოსგან მილიონების წაღების კიდევ ერთი საშუალებაა. კარიჭაშვილის კომპანია უნივერსალ სპირტს  სახელმწიფომ  გლეხებისგან ჩაბარებული ყურძნის გადამუშავებაში 2 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადა. 

მსგავსი სიახლეები