თავდაცვა უჩივის ჯარისკაცს, რომელმაც საკონტრაქტო სამსახური მძიმე სოციალური პირობების გამო მიატოვა და ოჯახის სარჩენად კურიერად მუშაობს

02.12.23 20:56
თავდაცვა უჩივის ჯარისკაცს, რომელმაც საკონტრაქტო სამსახური მძიმე სოციალური პირობების გამო მიატოვა და ოჯახის სარჩენად კურიერად მუშაობს

ჯუანშერ ბურჭულაძის უწყება უჩივის ჯარისკაცს, რომელმაც საკონტრაქტო სამსახური მძიმე სოციალური პირობების გამო მიატოვა და იძულებული გახდა ოჯახის სარჩენად კურიერად ემუშავა.

ჯარისკაცს, თორნიკე საბიაშვილს თავდაცვის სამინისტრო სულ 1330 ლარს უხდიდა, ეს ფული ოჯახს, რომელსაც ერთადერთი მარჩენალი ჰყავდა არაფერში ჰყოფნიდა. თორნიკე იძულებული გახდა საკონტრაქტო სამსახური დაეტოვებინა და კურიერად ემუშავა. ახლა თავდაცვის სამინისტრო თორნიკეს, 5000 ლარიანი ჯარიმის გადახდას სთხოვს.

 

 

მსგავსი სიახლეები