ხეპრე ადამიანების მოფიქრებული უტიფრობა - ვოლსკი ამტკიცებს, რომ ჯარში საუკეთესო საკვებია

03.12.23 11:15
ხეპრე ადამიანების მოფიქრებული უტიფრობა - ვოლსკი ამტკიცებს, რომ ჯარში საუკეთესო საკვებია

ხეპრე ადამიანების მოფიქრებული უტიფრობა, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" ლიდერი გიორგი ვოლსკი "შაბათის ეთერში" გასულ რეპორტაჟს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამტკიცებს, რომ ჯარში საუკეთესო საკვებია და  ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს.  

ეს არ არის ბრალდება, ეს არის უტიფრობის გამოხატულება, რომელსაც საზღვარი არ აქვს. ხეპრე ადამიანის ჯგუფის მოფიქრებული უტიფრობაა. მე თვითონ ახალგაზრდებთან ერთად სამხედრო ბრიგადაში მიმირთმევია, მიჭამია ის, რასაც ყველა ჯარისკაცი მიირთმევს. უმაღლესი ხარისხია კვების. ჯარს აქვს შესანიშნავი საკვები, შესანიშნავი მომარაგება და რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით თუ რაიმე გადაცდომა იქნა, აუცილებლად უნა იქნეს გამოვლენილი და არავის ინტერესშ არ არის ამის დამალვა. 

"ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდა, რომ ქართული ჯარის სასადილოებში უვარგისი ხორციი, ვადაგასული ძეხვეული და  მატლებდასეული თევზია აღმოჩენილი.

ამ გამაოგნებელ ფაქტებს სასამართლო დარბაზში ყვებოდაა ქალი, რომელსაც თავდაცვაში საკვების კონტროლი ევალებოდა. 

მსგავსი სიახლეები