მორიგი პროვოკაცია: მოსკოვი "ოცნებას" მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სადემარკაციო პროცესი დაიწყოს

03.12.23 11:31
მორიგი პროვოკაცია: მოსკოვი "ოცნებას" მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სადემარკაციო პროცესი დაიწყოს

მოსკოვმა თბილისს მოთხოვნის ენით დაუწყო საუბარი. კრემლი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის ეგრედწოდებულ საზღვრებზე სადემარკაციო პროცესი დაიწყოს.  ოკუპანტი ქვეყანა, ფაქტობრივად, ოკუპაციის დაკანონებას ელოდება.

ლავროვის მოადგილემ ეს განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მმართველებთან საუბრის დროს, ჟენევის მოლაპარაკებებამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა.

პუტინის რეჟიმი ფიქრობს, რომ ასე  "სასაზღვო ინციდენტებს" აიცილებენ თავიდან. ამ ინციდენტებში კი პუტინის მინისტრები რუსი სამხედროების მიე, საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას გულისხმობენ. 

სპეციალისტები მოსკოვის ამ განცხადებას პროვოკაციად აფასებენ.

ჟენევის მოლაპარაკებებზე ეს საკითხი ყოველთვის დგება, იმიტომ, რომ რუსეთი ყოველთვის ცდილობს გაიტანოს თავისი საქმე და ცდილობს, რომ უკანონო საზღვარი, რომელიც არის გაყვანილი რუსეთის მიერ შიდა საქართველოში, გააფორმოს. საქართელოს ხელისუფლება ამაზე არ წავა და ეს იქნება დამღუპველი საქართელოსთვის. ეს იქნება უშედეგო, იმიტომ, რომ ეს ჟენევის მოლაპარაკებები ყოველთვის მთავრდება არაფრით. ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა მკაფიოდ მოითხოვოს რუსეთისგან და მსოფლიოსგან, რომ რუსეთმა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ეს იქნება ნამდვილი მეგობრული ჟესტი რუსეთისგან, მაგრამ პუტინის რეჟმის დროს ჩვენ ამას ვერ ვნახავთ, სამწუხაროდ, - ამბობს აფხაზი ბლოგერი გიორგი ჯახაია.

მსგავსი სიახლეები