გაფუჭებული საკვები ჯარში - თეონა აქუბარდია პარლამენტში ნდობის ჯგუფის მოწვევას ითხოვს

03.12.23 13:08
გაფუჭებული საკვები ჯარში - თეონა აქუბარდია პარლამენტში ნდობის ჯგუფის მოწვევას ითხოვს

რა საკვები შედის  ჯარისკაცებისთვის ყაზარმებში? - შაბათის ეთერის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში ნდობის ჯგუფის მოწვევას მოითხოვს, რადგან საქმე  სამხედროების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას ეხება.

ასეთი პრეცედენტი მე არ მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სფეროში ვმუშაობ 2005 წლიდან და ამ მოცემულობაში, როდესაც არა ჭორზე, ვინმეს ნათქვამზეა საუბარი, არამედ სასამართლო პროცესზე და არსებობს მოწმე, რომელიც ექსპერტია საკვების უსაფრთხოების და ასეთ მძიმე ფაქტებთან დაკავშირებით კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით საუბრობს და რისკის ქვეშ დგება ჩვენი ჯარისკაცების ჯანმრთელობა, ამ მოცემულობაში პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის ნდობის ჯგუფის მოწვევა თავდაცვის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან, - ამბობს თეონა აქუბარდია. 

"ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდა, რომ ქართული ჯარის სასადილოებში უვარგისი ხორციი, ვადაგასული ძეხვეული და  მატლებდასეული თევზია აღმოჩენილი.

ამ გამაოგნებელ ფაქტებს სასამართლო დარბაზში ყვებოდაა ქალი, რომელსაც თავდაცვაში საკვების კონტროლი ევალებოდა. 

 

მსგავსი სიახლეები