ადგილი აქვს სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულს - მანჯგალაძე გაფუჭებულ საკვებზე ჯარში
შაბათს ეთერში გასული სკანდალური რეპორტაჟის შემეგ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე თავდაცვის სფეროში სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს.
ოპოზიციის წევრი საქმის პირდაპირ ამბობს, რომ საქმე შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულს ეხება და აუცილებლად გამოძებული უნდა იქნეს.
არის კორუფცია თავდაცვის სამინისტროში, განსაკუთრებით კვების უზრუნველყოფაში ამ ლოჯისტიკურ საკითხებში. არის ჩაწყობის მცდელობები და ეს მიუთითებს იმაზე, რომ დაბალხარისხიანი ანუ იაფიანი საქონელი შეაქვთ, ფაქტობრივად, გაფუჭებული. ეს არის გამოსაძიებელი. ეს სამინისტროს საქმე არ არის, ეს არის უკვე სისხლის სამართლის დანაშაული, - ამბობს მანჯგალაძე.
"ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდა, რომ ქართული ჯარის სასადილოებში უვარგისი ხორციი, ვადაგასული ძეხვეული და მატლებდასეული თევზია აღმოჩენილი.
ამ გამაოგნებელ ფაქტებს სასამართლო დარბაზში ყვებოდაა ქალი, რომელსაც თავდაცვაში საკვების კონტროლი ევალებოდა.