ჰუმანიტარული აქცია კირბალში - გინტურის სოფელში სოფო ჯაფარიძე ექიმების ჯგუფთან ერთად ჩავიდა

03.12.23 13:50
ჰუმანიტარული აქცია კირბალში - გინტურის სოფელში სოფო ჯაფარიძე ექიმების ჯგუფთან ერთად ჩავიდა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სოფო ჯაფარიძე სოფელ კირბალში ჩავიდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გორის რაიონში ექიმების ჯგუფთან ერთად იმყოფება. კირბალის მოსახლეობას სხვადასხვა პროფილის მედიკოსი უფასო სამედიცინო კონსულტაციას უწევს. დროებითი მედპუნქტი სიმბოლურად თამაზ გინტურის რუსების მიერ სასტიკად მოკლულის სახლშია გახსნილი. 

სიმბოლურია, რომ დღეს თამაზ გინტურის სახლში ხორციელდება ჩვენი ჰუმანიტარული ინციატივა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს ვიყო აქ, ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს ვედგეთ გვერდით, ხელისუფლებისგან სრულად მიტოვებულ ადამიანებს, სამწუხაროდ. ჩვენ დავპირდით მათ, რომ აუცილებლად ჩამოვიდოდით, ყოველთვის მათ გვერდით დავდგებოდით და დღეს არა მხოლოდ კირბალის მსოახლეობა, არამედ საოკუპაციო ხაზთან მებარე სხვა დასხვა სოფლების მოსახლეობაც არის ჩვენთან მოსული. არიან შიგნით, იტარებენ კონსულტაციებს. თამამდ შემიძლია ვთქვა, რომ საქართელოში წამყვანი ექიმები უტარებენ დღეს მათ კონსულატაციებს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიყო აქ. აუცილებლად ჩავალთ ყველგან, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დიდი სურვილი იყო, რომ ჩვენ დღეს აქ ვყოფილიყავით, ამ ადამიანების გვერდით, თამაზ გინტურის სახლში. ჩვენ ჰუმანიტარული ინიციატივა გრძელდება და მე ვარ ბედნიერი, - ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

მსგავსი სიახლეები