პარტიების დაფინანსება იზღუდება - "ოცნება" ოპონენტებს ახალ ბარიერს უწესებს

03.12.23 15:18
პარტიების დაფინანსება იზღუდება - "ოცნება" ოპონენტებს ახალ ბარიერს უწესებს

პარტიების დაფინანსება იზღუდება.  გადამწყვეტი არჩევნების წინ "ქართული ოცნება" ოპოზიციისთვის ახალ ბარიერიებს აწესებს. პოლიტიკური გაერთიანებები ფინანსურ დახმარებას იურიდიული პირებისგან ვეღარ მიიღებენ.

ოპოზიცია პირაპირ ამბობს, რომ მმართველ პარტიას ეს შეზღუდვა არ შეეხება, რადგან მათ უკვე აქვთ მოფიქრებული ფულის მიღების შემოვლითი გზა. შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ დიდი კომპანიები კობახიძე - ღარიბაშვილის პარტიის ყულაბაში თანხას  თანამშრომლების ანგარიშებით რიცხავენ.

ფაქტობრივად, შეუძლებელია, რომ პარტიამ არსებულ წესებშ კანონიერად იფუნქციონიროს და ყოველ ჯერზე, რაც უფრო მკაცრდება კანონმდებლობა, მით უფრო მეტი ბერკეტი უჩნდება "ქართულ ოცნებას", რომ სხვა პოლიტიკური პარტიები შეზღუდოს ფუნქციონირებაში, იმიტომ, რომ გასაგებია, რომ "ქართული ოცნების" შემომწირველების მიმართ პრობლემა არ იქნება. დაწყებული იქიდან, რომ ზოგადად, 25 მლრდ-იანი ბიუჯეტი აქვთ, რომელიც შეიძლება წინასაარჩვენოდ გამოიყენონ, დამთავრებული იმით, რომ წლების მანძლზე ცნობილია პრაქტიკა, როდესაც ფიქტიური შემომწირველები ჰყავთ, როცა რაღაც კომპანიების თანამშრომლები ვითომ თავის სახელით ურიცხავენ "ქართულ ოცნებას" ფულს, - ამბობს "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ენმ-ს წევრი ლაშა ფარულავა ამბობს, რომ "ოცნება" 2024 წლის არჩევნებისთვის არათანაბარი პირობების შექმნას ცდილობს. 

კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა ის, რომ მათი მთავარი ამოცანა არის, რომ 2024 წელს შექმნან არათანაბარი  საარჩევნო გარემო, სადაც მათ ექნებათ მეტი შესაძლებლობა, ვინაიდან მთელი სახელისუფლებო რესურსი, მთელი ადმინისტრაციული რესურსი არის "ქართული ოცნების" ხელში და ბიზნეს, რეალურად, არის ამ კუთხით შეზღუდული, - ამბობს ლაშა ფარულავა. 

"ქართული ოცნების" წევრები კი ამტკიცებენ, რომ კანონში ცვლილების შეტანის მიზეზი დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გახდა. 

თუ ქართული პოლიტიკური სპექტრი შევთანხმდებით, რომ არ გვინდა ეს ცვლილება, ნუ მივიღებთ. დავარწმუნოთ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ უკეთესია არსებობდეს ის მოდელი, რომელიც აქრის. მთავარია, რომ ჩვენს პარტიულ სპექტრში ვებრძოლოთ არა დაფინანსების ფორმებს, არამედ უკანონო დაფინანსებას, როდესაც ქართული ჯარისთვის თუ ევროპელი პენსიონერებისთვის მოპარული ფულით, მაგალითად, იგივე კეზერაშვილი აფინანსებს ქართულ ოპოზიციურ სპექტრს, - ამბობს სოზარ სუბარი. 

განხილველი ცვლილებები ოპოზიციას ბიუროს სხდომაზე ხვალ წარედგინება. ხელისუფლების ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ ამ ცვლილებებს მხარს არ ადუჭერენ. 

მსგავსი სიახლეები