ქართველი ოპოზიციონერების მსგავსი, პროვოკაციული განცხადებაა - სუბარი კრემლის მოთხოვნაზე

03.12.23 15:27
ქართველი ოპოზიციონერების მსგავსი, პროვოკაციული განცხადებაა - სუბარი კრემლის მოთხოვნაზე

მოსკოვის მოთხოვნას, რომ საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრის დემარკაცია დაიწყოს, "ხალხის ძალის" ლიდერი სოზარ სუბარი პროვოკაციას უწოდებს. "ოცნების" დანაყოფის წევრი ამტკიცებს, რომ რუსეთის პარალელურად, პროვოკაციებს აწყობს ოპოზიციაც, რომელიც ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს.

პროვოკაციაა ისევე, როგორც პროვოკაციაა ქართველი ოპოზიციონერების მსგავსი განცხადებები. ჩვენ არ უნდა ავყვეთ იმ პროვოკაციებს, რაც ერთდროულად მოდის ხოლმე როგორც რუსეთის ხელისუფლების, ისე ჩვენი ოპოზიციის მხრიდან. ჩვენი ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციებზე როცა ვლაპარაკობ, ვგულისხმობ იმ პერიოდულ მოწოდებებს, რომ, პრაქტიკულად, შეიარაღებული კონფლიქტი განვაახლოთ. ეს გვესმის ხან თემურ ალასანიასგან, სააკაშვილის ბიძისგან, ხან ჩვენი აქაური ოპოზიციონერებისგან, რომლებიც უცებ პრიგოჟინის მსგავს აჯანყებებს იყენებენ ხომე იმისთვის, რომ ავდგეთ, ავხმედრდეთ და დავძრათ ჩვენი ჯარები სოხუმის მიმართულებით. ბუნებრივია, მსგავსი რამეები არ მოხდება. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ურთიერთობა ოკუპირეულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებთან, - განაცხადა სუბარმა. 

მოსკოვმა თბილისს მოთხოვნის ენით დაუწყო საუბარი. კრემლი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის ეგრედწოდებულ საზღვრებზე სადემარკაციო პროცესი დაიწყოს.  ოკუპანტი ქვეყანა, ფაქტობრივად, ოკუპაციის დაკანონებას ელოდება.  

მსგავსი სიახლეები