რუსული ცინიზმის და ფაშიზმის მწვერვალი - გეგელია მოსკოვის მოწოდებაზე
რუსული ცინიზმის და ფაშიზმის მწვერვალი , - ასე აფასებს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია მოსკოვის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპირეული ტერიტორიების დემარკაცია უნა დაიწყოს.
ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში ხელისუფლება არ უნდა გაჩუმეს და მოსკოვს მკაფიო პასუხი უნდა გასცეს.
ეს არის რუსული ცინიზმის მწვერვალი და რუსული ფაშიზმის პირდაპირი გამოხატულება. ჩვენი პასუხი ამაზე უნდა იყოს მკაფიო, ბუნებრივია, უარი და უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების კიდევ ერთი გამოღვიძების გზა, იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაცია აპირებს საქართელოს მისამართით სხვა ზომების მიღებას. ოკუპაცია არ წყდება. ასეთ დროს ხელისუფლების დუმილი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არის შეგუებული ბედს, დანებებული რუსეთის ფაშისტურ ნებას და არის რუსეთის მსახურებაში მყოფი ხელისუფლება, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
მოსკოვმა თბილისს მოთხოვნის ენით დაუწყო საუბარი. კრემლი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის ეგრედწოდებულ საზღვრებზე სადემარკაციო პროცესი დაიწყოს. ოკუპანტი ქვეყანა, ფაქტობრივად, ოკუპაციის დაკანონებას ელოდება.