რუსეთი საქართველოსთან "ერთი ბარტყი გადმომიგდე"-ს პრინციპით მოქმედებს - მანჯგალაძე
მოსკოვის მოთხოვნის შემდეგ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე "ოცნებას" ახსენებს, რომ მოსკოვთან "კუდის ქიცინით" საუბარი ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს.
ოპოზიციის წევრის თქმით, მოსკოვი საქართველოსთან მიმართებაში "ერთი ბატყი გადმომიგდე"-ს პრინციპით ხელმძღვანელობს.
ეს არის ის პოლიტიკა, რასაც ვაფრთხილებდით, რომ რუსეთთან კუდის ქიცინით საუბარი არ შეიძლება. რუსთან ჩუმად ყოფნა ნიშნავს, რომ რუსი ამას გითვლის, რომ ვალდებული ხარ ასე მოიქცე და ახალ პირობას გიყენებს. ანუ "ერთი ბარტყი გადმომიგდე" -ს პრინციპით მუშაობს რუსეთი. გადმოუგდებ ერთ ბატყს, მეორეს მოგთხოვს, მესამე მოგთხოვს. ამას ვაკეთებთ, დავუთმეთ, დავუთმეთ... და რა მივიღეთ? არაფერი. რუსეთმაც უნდა იგრძნოს,რ ომ აქ ვასალები კი არ არიან, თუ არ მოისმენენ და არ გაიზიარებენ საქართველოს ინტერესს, მაშინ საქართველო არ იქნება მეგობრული მის მიმართ. ყპველ შემთხვევაში, "საგულაო" ადგილი არ იქნება და ელარჯს არავინ გაუწელავს, - ამბობს მანჯგალაძე.
მოსკოვმა თბილისს მოთხოვნის ენით დაუწყო საუბარი. კრემლი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის ეგრედწოდებულ საზღვრებზე სადემარკაციო პროცესი დაიწყოს. ოკუპანტი ქვეყანა, ფაქტობრივად, ოკუპაციის დაკანონებას ელოდება.