პუტინმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაკანონება გადაწყვიტა - „ოცნება“ დუმს

03.12.23 20:16
პუტინმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაკანონება გადაწყვიტა - „ოცნება“ დუმს

 

 

ჰააგის სასამართლოს მიერ ძებნილად გამოცხადებულმა პუტინმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაკანონება გადაწყვიტა. თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ რუსეეთი საზღვრების დადგენას იწყებს.   შეთავაზება ლავროვის მოადგილემ უკვე გაუკეთა ცხინვალსაც და სოხუმსაც.

რასს ნიშნავსს ეს ინიციატივა თბილისისთვის? მოსკოვი საქართველოს მთავრობას, პრაქტიკულად, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვს. 

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს შედეგი არგაღიზიანების პოლიტიკამ დააყენა. ერთადერთი ბერკეტი, რამაც რუსეთი უნდა შეაჩეროს საერთაშორისო ზეწოლა დიპლომატიური შტურმია, მაგრამ რა გააკეთა ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობამ უცნობია. 

ამ თემაზე დღეს პრემიერის ადმინისტრაციას არაფერი უთქვამს. არადა, ჟენევის მოლაპარაკების ახალი რაუნდი ორ დღეში იწყება. სწორედ საზღვრების დადგენის საკითხის გადაჭრას მოსთხოვს  ამ დისკუსიაში რუსეთი საქართველოს.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები