"ვტოვებთ "ნაციონალურ მოძრაობას" - ენმ ბათუმის საკრებულოს წევრებმა დატოვეს

04.12.23 11:39
"ვტოვებთ "ნაციონალურ მოძრაობას" - ენმ ბათუმის საკრებულოს წევრებმა დატოვეს

"ნაციონალური მოძრაობიდან" კადრების გადინება  დაიწყო. პირველი, ვინც ხაბეიშვილის პარტია დატოვა, ბათუმის საკრებულოს წევრები არიან. "ნაციონალურ მოძრაობას" გაემიჯნა გიორგი კირთაძეც და მირდატ ქამადაძეც. ორივე ნიკა მელიას მხარდამჭერად ითვლება. პარტია დატოვა ასევე საკრებულოს 7-მა წევრმაც. საგანგებო განცხადება პარტიის ოფისში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

პარტიიდან წასულები ბრძოლას ახალი პლატფორმიდან აანონსებენ.

ყველა მცდელობა იქნა განხორციელებული პარტიაშ ერთობის შენარჩნებისთვის, მაგრამ პასუხად საბოლოოდ, მივიღეთ ის, რომ 2025 წლამდე პარტიაშ არაფერი შეიცვლება.ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ყველაფერს დავუსვათ წერტილი. ურთულესი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ვტოვებთ "ნაციონალურ მოძრაობას". როცა იდეებისგან იცლება ის საქმე, რისთვისაც ვიბრძვით, მაშინ ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს. ჩვენ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ. რა თქმა უნდა, ვრჩებით ვარდების რევოლუციის იდეალების ერთგულები და ვაგრძელებთ ბრძოლას. ვაგრძელებთ ბრძოლას პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებისთვის ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ბოლო პოლიტიკური პატიმარი ამ ქვეყანაში და მან რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს საპყრობილე და გათვავისუფლდეს ტყვეობიდან და რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად უნდა ჩამოცილდეს ბიძნა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ხელისუფლებას. ამისთვის გავაკეთებ ყველაფერს, ოღონდ, სამწუხაროდ, უკვე ამ ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ ახალი პლატფორმიდან. ნიკა მელია პროდასავლურ ოპოზიცურ სპექტრში არის ყველაზე გამორჩეული ოპოზიციონერი ლიდერი. ბუნებრივია, თუ ის გააკეთებს ახალ პოლიტიკურ პარტიას, მე პირადად ვაპირებ, რომ მასთან ვითანამშრომლო, - განაცხადა გიორგი კირთაძემ. 

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნიკა მელია და აპირებს თუ არა ისიც ბრძლას ახალი პლატფორმიდან, ჯერჯერობით უცნობია. 

მსგავსი სიახლეები