გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: გამოვლენილია 9 უკანონო სახერხი საამქრო იმერეთსა და სამეგრელოში

04.12.23 12:02
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: გამოვლენილია 9 უკანონო სახერხი საამქრო იმერეთსა და სამეგრელოში

იმერეთსა და სამეგრელოში 9 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის თქმით, ამოღებულია დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

3 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქულია ხონის მუნიციპალიტეტში. მოქალაქეებს 2 ლენტური და 1 ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში და მდინარე ცხენისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰქონდათ მოწყობილი.

6 ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი დალუქულია სამეგრელოში ჩხოროწყუს, მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლების საკარმიდამო ეზოებში.

უკანონო სახერხი საამქროების ტერიტორიებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. ჯამში, დალუქულია სხვადასხვა სახეობის 267 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და დაახლოებით 30 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელი, ძელაკი).

ვინაიდან, ცხრავე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა," - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები