პარტიების დაფინანსება იზღუდება - პარლამენტი დღეიდან კანონპროექტის განხილვას იწყებს
პარლამენტის ბიურო დღეს იწყებს იმ კანონპროექტის განხილვას, რომლითაც პარტიების დაფინანსება იზღუდება. "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული პროექტით იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულების გაკეთება აღარ შეეძლებათ.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მმართველი პარტია ოპონენტებს ჩაგრავს, უკეტავს კანონით მინიჭებულ გზას, რომ გადამწყვეტი არჩევნების წინ ფინანსური დახმარება მიიღონ.
შემოთავაზებული ცვლილებებით ცხადია, რომ არანაირი პრობლემა დაფინანსებაში "ქართულ ოცნებას" არ შეექმნება, თუმცა იქმნება შესაძლებლობა, რომელიც პოტენციურად ხელისუფლებას შეუძლია გამოიყენოს ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ. ამ დამატებით ცვლილებასაც შეიძლება მიეცეს სწორედ ოპოზიციის ფინანსური შევიწროების და დევნის დანიშნულება," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.