დამპალი ხორცი და მატლებდასეული თევზი ჯარის სასადილოებში - რას ამბობს კალაძე

04.12.23 12:39
დამპალი ხორცი და მატლებდასეული თევზი ჯარის სასადილოებში - რას ამბობს კალაძე

დამპალი ხორცი და მატლებდასეული თევზი ჯარის სასადილოებში - თბილისის მერი ამბობს, რომ გაფუჭებულ პროდუქტთან და გასაიდუმლოებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ამ საკითხით ოპოზიცია მანიპულირებს. 

არ ვიცნობ საკითხს, თუმცა გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ მგონია, რომ ესეც ჩვეულებრივი სიცრუის PR კამპანიაა, როგორც ხდება ხოლმე. მე მახსოვს უბრალოდ ბაღების კვებასთან დაკავშირებით როგორი კამპანია მიდიოდა, რომ თითქოს პატარებისთვის ჩვენ ვყიდულობდით გაფუჭებულ ხორცს, გაფუჭებულ, დაძველებულ პურს და ა.შ. ყოველთვის ხდება ოპოზიციის მხრიდან ასეთი თემებით მანიპულირება და სინამდვილეში ეს რეალობას არ შეესაბამება. აღნიშნულ ფაქტს არ ვიცნობ, დარწმუნებული ვარ იმაში, თუკი რაიმე საუკეთესო არსებობს ყველაფერი კეთდება ჯარისთვის, იგივე კვება, ეკიპირება, ინფრასტრუქტურა, ბინების გადაცემა, თუკი რაიმე შეიძლება ადამიანმა კარგი ისურვოს, ყველაფერი არის ჯარისკაცებისთვის და ჩვენი მებრძოლებისთვის, შესაბამისად, მგონია, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა,“ - ამბობს კალაძე.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სისტემის მხილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია შაბათის ეთერმა გაასაჯაროვა. "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მატლებდასეულ თევზს დაზიანებული ნაწილები მოჭრეს, შემდეგ მოამზადეს და ასე გაიტანეს ჯარისკაცების საკვებად.

მსგავსი სიახლეები