მაღაროელების გაფიცვის მეოთხე დღე: ჭიათურაში 13 მაღარო პარალიზებულია

04.12.23 12:48
მაღაროელების გაფიცვის მეოთხე დღე: ჭიათურაში 13 მაღარო პარალიზებულია

გაფიცვის მეოთხე დღე ჭიათურაში -  13 მაღარო სრულად გაჩერებულია, 1700 დასაქმებული კი გაფიცული.

გაფიცული მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებასა და სამუშაო პირობებს მოითხოვენ და ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სამშაბათს, 5 დეკემბერს გაიმართება.

მეოთხე დღეა დღეს, რაც პროტესტს ვაცხადებთ დარკვეთის მაღაროდან. დაგვპირდნენ, რომ სამშაბათს გადაწყდება ყველაფერიო. ველოდებით სამშაბათ დღეს და შესაბამისად ვიმოქმედებთ" - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული.

მსგავსი სიახლეები