მარგარიტა სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთში სტუდენტებს შეხვდა, სადაც USAID-ი გააკრიტიკა
პუტინის პროპაგანდისტი, ტელეარხის RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთში სტუდენტებს შეხვდა. ახალგაზრდებთან სიმონიანმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა. განსაკუთრებული ყურადღება კი შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ს დაუთმო.
"ასეთი ორგანიზაციები, ეწევიან თავიანთ პოლიტიკასა და ღირებულებებს, ცვლიან ქვეყნების კულტურულ კოდს, ართმევენ მათ დამოუკიდებლობას" - თქვა რუსმა პროპაგანდისტმა და "ხელმძღვანელობას" უსურვა „სიბრძნე, გამბედაობა და ძალა მათთან უკომპრომისოდ საბრძოლველად“.