"ილუზია და იმიტაცია" - მანჯგალაძე პარტიებისთვის დაფინანსების შეზღუდვაზე

04.12.23 13:39
"ილუზია და იმიტაცია" - მანჯგალაძე პარტიებისთვის დაფინანსების შეზღუდვაზე

"ილუზია და იმიტაცია" - ასე აფასებს "სტრატეგია აღმასენებლის" წევრი პაატა მანჯგალაზე პარტიებისთვის დაფინანსების შეზღუდვის შესახებ "ოცნების" კანონპროექტს, რომელსაც ბიუროზე დღეს განიხილავენ. 

ოპოზიციის წევრი განმარტავს, რომ ოპოზიციას იურიდიული პირი შემომწირველად ისედაც არ ჰყავს, ხოლო მმართელი პარტია შავი ბუღალტერიით არის დაკავებული. 

ბოლო არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" დაუჯდა 300 მლნ ლარი და დეკლარაციაში გაატარა 20 მლნ. ახლა, რა მნიშვნელობა აქვს იურიდიულ პირს აკრძალავ თუ არ აკრძალავ თუ შავი ბუღალტერიაა მაინც? რა შუაშია დეოლიგარქიზაციასთან, მითხარით. მითუმეტეს, ოპოზიციას შემომწირველი ჰყავს 10% იურიდიული პირი, "ქართულ ოცნებას" 90 და ჩვენ ისედაც არ გვყავდა იურიიული პირი შემომწირველი ეს კანონი იქნებოდა თუ არ იქნებოდა. "ქართული ოცნება" მაინც არ მუშაობს ამ კანონით. ილუზიაა, ეს კანონი არის იმიტაცია, - ამბობს მანჯგალაძე. 

პარლამენტის ბიურო დღეს იწყებს იმ კანონპროექტის განხილვას, რომლითაც პარტიების დაფინანსება იზღუდება. "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული პროექტით იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულების გაკეთება აღარ შეეძლებათ. 

მსგავსი სიახლეები