რომ ბედავენ და ჩვენ გარეშე საუბრობენ მსგავს პროექტებზე, ადასტურებს, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს - სამადაშვილი
ინგუშეთში გამართულ შეხვედრას, სადაც რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დაწყებაზე იმსჯელეს, "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი ეხმაურება.
როგორც სამადაშვილი ამბობს, დასავლური სამყაროსგან იზოლაციაში მოქცეული რუსეთი ახალი გზების პოვნას აუცილებლად შეეცდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იცის, რომ საქართველოს მთავრობა მისი პოტენციური მოკავშირეა.
რა თქმა უნდა, დღეს რუსეთისთვის, რომელიც საერთაშორისო იზოლაციაშია, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ახალი სატრანზიტო გზის გაჭრა. თუმცა საქართველოსთვის უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით, სრულიად საწინააღმდეგოა ჩვენი ეროვნული ინტერესები. ის, რომ საერთოდ ბედავენ, რომ ჩვენ გარეშე საუბრობენ მსგავს პროექტებზე, ადასტურებს იმას, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს და მათ შორის ის ხალხი, ვინც ფიქრობს, როგორ დააკავშიროს საქართველო რუსეთს, ფიქრობს, რომ სწორედ საქართველოს ხელისუფლების სახით მათ ჰყავთ პოტენციურად მოკავშირეები, მსგავსი პროექტების განხორციელებისას. ჩვენ ყველას გვახსოვს ფარული ჩანაწერები კარასინის და აბაშიძის, სადაც ისინი საუბრობდნენ რუსეთის დავალებებზე ახალი ინფრასტრუქტურის პროექტების განვითარების შესახებ,“ - ამბობს სამადაშვილი.
ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც ინგუშეთის რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, "ტურიზმსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში კულტურულ ფასეულობებს მიეძღვნა".