ეს არის დასაწყისი, უნდა ველოდოთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის დარჩენილი 59 გვერდის შესრულებას - პაპუაშვილი

04.12.23 15:26
ეს არის დასაწყისი, უნდა ველოდოთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის დარჩენილი 59 გვერდის შესრულებას - პაპუაშვილი

საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსებას უკრძალავს, როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ დასაწყისია. პარლამენტის თავმჯოდმარემ დააანონსა, რომ ოპოზიციას წინ კიდევ ბევრი ცვლილება ელოდება. 

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ შავი ფული არა მმართველ პარტიაში, არამედ ოპოზიციაში ტრიალებს.

შავი ფული ისეთი უნდა ოპოზიციაში რომ არის და ხან კვიპროსიდან რომ მოაქვთ და ხან ლონდონიდან. სულ ახლახანაც რომ იყვნენ ერთ და მეორე ქვეყანაში ჩასულები და კეზერაშვილისგან რომ იღებენ ევროპელი პენსიონერებისთვის წართმეულ ფულს, შავი ფული ეს არის და ამ შავი ფულის საქართველოში ტრანსპორტირებაში რომ არიან ჩართულები და მათ შორის თავშესაფარი რომ აქვთ მიღებული ზოგიერთ ასეთ ოლიგარქს, ეს არის პრობლემა.
კიდევ უნდა ველოდოთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის დარჩენილი 59 გვერდის შესრულებას. ეს მხოლოდ ერთი ფურცელი და ერთი წინადადებაა იმ თითქმის 60-გვერდიან სამოქმედო გეგმაში. ეს არის დასაწყისი,“ - ამბობს პაპუაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები