შეხვედრები ინგუშეთში - რა შედეგით შეიძლება დასრულდეს თბილისიდან მოსკოვისკენ გაგზავნილი სიგნალები
შეხვედრები ინგუშეთში და საქართველო-რუსეთს შორის დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე მსჯელობა - ექსპერტები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც ოფიციალური მოსკოვის განზრახვას შესაძლოა მოჰყვეს.
როგორც ნოდარ ხარშილაძე ამბობს, რუსეთი თბილისიდან მიღებული "სწორი სიგნალების" შესაბამისად მოქმედებს და არ გამორიცხავს, რომ ბოლო სვლა რუსეთის მხრიდან საქართველოში დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა იყოს.
ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ თბილისიდან „სწორ სიგნალებს“ იღებენ ჩვენი რუსი კოლეგები. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, რუსები დაძრავენ ამ თემებს. რაც უფრო მეტ „სწორ სიგნალს“ მიიღებენ, მით უფრო თამამები იქნებიან ასეთი თემების განხილვაში. შემოაგდებენ ისეთ თემებს, როგორიც არის, მაგალითად, გარკვეულწილად რაღაცა სახის დარეგულისრება, არანაირი ტერიტორიის დაბრუნება, ეს შეიძლება იყოს რაღაც კომუნიკაციის აღდგენა და ამის საპირწონედ შეიძლება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე დაიწყოს საუბარი. ისევე წყნარად გაკეთდება ეს ყველაფერი, როგორც მოხდა ავიახაზების აღდგენა რუსეთთან. გასამმაგებულია ვაჭრობა ყირგიზეთთან - ეს არის რეექსპორტი, ეს არის საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების ასარიდებლად რუსეთისთვის. ძალიან სახიფათო თამაშია,“ - ამბობს ნოდარ ხარშილაძე.
რუსეთი, რომელიც ცივილიზებული ქვეყნების მხრიდან სრულ იზოლაციაშია, შეეცდება საქართველოს სახით პარტნიორი ნახოს - ამაზე საუბრობს ბათუ ქუთელია და ამბობს, რომ ეს ქვეყნის იმიჯს დააზიანებს.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თვითონ ამაზე საუბრითაც კი, რასაც რუსეთი ცდილობს, მიაღწიოს, რომ შექმნას აღქმა, რომ საქართველო არის მათი პარტნიორი ეკონომიკურად. რუსეთს ახლა სასიცოცხლოდ სჭირდება ასეთი ეკონომიკური პარტნიორები, როდესაც ის იზოლაციაშია ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან. ამიტომაც არის ეს სახიფათო, ეს აზიანებს ჩვენს იმიჯს და აქედან გამომდინარე, აზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერებს და ამას სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" უწყობს ხელს იმიტომ, რომ ისინი არიან პუტინის რეჟიმის პარტნიორები,“ - ამბობს ბათუ ქუთელია.