ჯარში კვების გაუმჯობესების მაგალითად მინისტრმა ყაზარმებში Pepsi-Cola-ს შეტანა დაასახელა

04.12.23 15:53
ჯარში კვების გაუმჯობესების მაგალითად მინისტრმა ყაზარმებში Pepsi-Cola-ს შეტანა დაასახელა

დამპალი ხორცი და მატლებდასეული თევზი ჯარში - "შაბათის ეთერის" გამოძიებამ თავდაცვის მინისტრი აიძულა საჯარო განცხადებები გაეკეთებინა და კამერებთან გამოჩენილიყო.

ჯუანშერ ბურჭულაძე ვერ პასუხობს კონკრეტიულ ბრალდებებს და მხოლოდ ზოგადად ლაპარაკობს, რომ ჯარს კარგი საკვები მიეწოდება, თუმცა სასამართლო დარბაზში მისივე უწყების ყოფილი მაკონტროლებლის მიერ დაკითხვის დროს მოწყობილ მხილების სერიაზე ვერ ლაპარაკობს.

თავდაცვის სამინისტრო კვლავ არ ასაჯაროვებს შემოწების აქტებს, რომელიც კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა შეადგინეს და სადაც აღწერილია ვადაგასული და გაფუჭებული პროდუქცია, რომელიც ყაზარმების სამზარეულოებში იყო.

მინისტრი ვერ ლაპარკობს ვერც მისი მოადგილის და შემოწმების სამსაუხრის თანამშრომლის შეხვედრაზე, სადაც მაკონტროლებელს სახლში ჯდომა და ხელფასის აღება შესთავაზეს, თუ დარღვევების გამოვლენას შეწყვეტდა.

ინფორმაცია, რომ თურმე ჯარში შედის უხარისხო კვება არის აბსოლუტურად, რადიკალურად აცდენილი რეალობას. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ 4 სხვადასხვა მექანიზმი შევუქმენით ხარისხის კონტროლის, ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენმა ჯარმა მიიღოს საუკეთესო პროდუქტი. ასევე რადიკალურად არსებითად გავაუმჯობესეთ ხარისხი საკვები პროდუქტის, რაც ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არასდროს დაახლოებული ხარისხის პროდუქტი არ ყოფილა ჩვენს ჯარში. ეს არის ის პროდუქტი, კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, მაგალითად, გამაგრილებელი სასმელი ჯარში ბოლო წლებია შედის Pepsi-Cola, შედის ქართული გაუყინავი ხორცი, შედის ისეთი მომწოდებლის მიერ მოწოდებული ყველი, რომელიც აწვდიდა ასევე ყველაზე ძვირფასს სუპერმარკეტს საქართველოში - ეს არის რეალობა.

კიდევ ერთი რეალობა - ციფრებში მინდა ვთქვა, რომ ჯარში დღეს შემოდინება გვაქვს ისეთ ნიშნულზე, რაც არ ყოფილა ბევრი წლის განმავლობაში. ეს არის ზუსტად პასუხი, კონკრეტული პასუხია იმ დისკრედიტაციაზე, რასაც ეწევიან ჩვენი ოპოზიციური არხები და ზუსტად ამის წინააღმდეგ არის ეს კამპანია დაგეგმილი. ჩვენ ამას რა თქმა უნდა, არ მოვითმენთ და ყოველთვის ვეცდებით, რომ ვამხილოთ ადამიანები, რომლებიც ეწევიან სახელმწიფოს დისკრედიტაციას,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სისტემის მხილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია შაბათის ეთერმა გაასაჯაროვა. "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მატლებდასეულ თევზს დაზიანებული ნაწილები მოჭრეს, შემდეგ მოამზადეს და ასე გაიტანეს ჯარისკაცების საკვებად. ფაქტებზე სასამართლოში, ფიცის ქვეშ სწორედ იმ ადამიანმა ისაუბრა, რომელსაც საკვების კონტროლი ევალებოდა. 

ამასთან, თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი დალი ჭელიძე კი "შაბათის ეთერთან" ყვება რომ წუნდებული აქტი „დელტა ტექსტილში“ შეკერილი ტანსაცმლისა და თეთრეულის გამო შეადგინა.

მსგავსი სიახლეები