ოკუპირებულ გალში IPRM-ის შეხვედრებისთვის ზონას ამზადებენ - რას ამბობს მარიონეტული ე.წ. ხელისუფლება

04.12.23 16:22
ოკუპირებულ გალში IPRM-ის შეხვედრებისთვის ზონას ამზადებენ -  რას ამბობს მარიონეტული ე.წ. ხელისუფლება

ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ფილიამ განაცხადა, რომ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებისთვის ზონას ამზადებენ. 

“ენგურის ხიდის შემდეგ, არმისული ჩვენს გამშვებ პუნქტამდე ვამზადებთ ზონას კონფერენციის დარბაზით. იქ შეხვდებით ხოლმე. თან აფხაზეთის ტერიტორიაა, თან ისინი ჩვენთან ბოლომდე ვერ შემოვლენ. ვეცდებით ასეთ ფორმატში დავიწყოთ ნორმალური დიალოგი”, - აცხადებს ფილია.

მისივე მტკიცებით, ქართული მხარე აცხადებდა, რომ შეხვედრის მონაწილეები აფხაზურ მხარეს შიდა პასპორტებით გადაკვეთდნენ, რაზეც სოხუმი უარს აცხადებდა და საზღვარგარეთის პასპორტებს ითხოვდა ენგურის გადასაკვეთად. შესაბამისად, როგორც ის ამბობს, მოიძებნა ნეიტრალური ზონა.

ევროკავშირის, ეუთოს და რუსული მხარის ჩართულობით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში შეხვედრები ამ ეტაპზე მხოლოდ ცხინვალის მიმართულებით, სოფელ ერგნეთში ტარდება.

მსგავსი სიახლეები