ოთარ ფარცხალაძე თბილისშია - ექსკლუზიური კადრები აეროპორტიდან

04.12.23 16:44
ოთარ ფარცხალაძე თბილისშია - ექსკლუზიური კადრები აეროპორტიდან

ოთარ ფარცხალაძე თბილისშია - "პირველების" ინფორმაციით, რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირის გამო სანქცირებული ივანიშვილის სანდო კაცი საქართველოში რუსული პასპორტით შემოვიდა. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ყოფილი პროკურორი თბილისში საიდუმლო მოლააპარაკებებისთვის ჩამოვიდა და ქვეყანას დღეს ტოვებს.

მისი ესკორტის კადრები პირველების კამერამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაიღო. ირკვევა, რომ რუსეთის აგენტობაში მხილებულ პირს საქართველოს ხელისუფლებამ საზღვრის უპრობლემოდ კვეთს უფლება მისცა.

ყოფილი მთავარი პროკურორი, საქართველოში რუსული "აზიმუტით" ჩამოფრინდა. მან ტერიტორია დაცვასთან ერთად, უკომენტაროდ დატოვა. 

მსგავსი სიახლეები