ესწრებოდა თუ არა ცეცხლაძე ინგუშეთში გამართულ ქართულ-რუსული საბჭოს შეხვედრას "ოცნების" დავალებით?

04.12.23 17:27
ესწრებოდა თუ არა ცეცხლაძე ინგუშეთში გამართულ ქართულ-რუსული საბჭოს შეხვედრას "ოცნების" დავალებით?

ინგუშეთში გამართულ მოლაპარაკებებს, სადაც რკინიგზის ახალი გზის მშენებლობა განიხილეს, ქართული დიასპორის წარმომადგენელი აფხაზეთის და ცხინვალის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. დავით ცეცხლაძე სტრატეგიული გზის მშენებლობასა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაზე იმ რეჟიმებს ელაპარაკებოდა, რომელმაც საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ცეცხლაძე ინგუშეთის შეხვედრას საქართველოს ხელისუფლების დავალებით ესწრებოდა.

სამწუხაროდ, ჩვენს ზურგს უკან ხდება, როგორ ჩანს, ფარული მოლაპარაკებები და საუბრები "ქართულ ოცნებასა" და რუსეთის ხელისუფლებას შორის. ყველა ასეთი დისკუსია სწორედ არის ამ ფარული საუბრების გამოძახილი. ასე იყო პრემიერთან დაკავშირებით, მაგალითად და სწორედ ასეთი ლაპარაკების დროს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ ფრენების გაახლებას აპირებდნენ რუსეთთან. ასე არის ამ შემთხვევაშიც. განსაკუთრებით საგანგაშოდ მიმაჩნია სარკინიგზო ხაზებთან დაკავშირებით საუბარი, ამ შემთხვევაშ ინგუშეთში გამართულ მრგვალ მაგიდაზე. რაც არ უნდა დაარქვან, ეს რის თემის მომზადება იმისთვის, რომ ახალი ინიციატივების ფაქტის წინაშე დავდგეთ, - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის' ლიდერი გიორგი ვაშაძე. 

"ქართული ოცნება" კი ამტკიცებს, რომ შეხვედრა საქართველოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად შედგა.  

მე არ ვიცი ახლა იქ რა აქტივობები იყო დაგეგმილი და რა შედგა. ეს, რა თქმა უნდა, საქართცელოს ხელისუფლების ფარგლებს მიღმა არის, ცხადია და ამ ქვეყნის პირად საქმეებშიც, ცხადია, ჩვენი ქვეყანა ვერ ჩაერევა, სანამ ეს არ ეხება ჩვენს ქვეყანას, - ამბობს დავით მათიკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები