ხანძარი თელავის მუნიციპალიტეტში - ცეცხლი ნაფარეულის მიმდებარედ ტყის ქვედა საფარს უკიდია
თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარია. ცეცხლი სოფელ ნაფარეულის მიმდებარედ ტყის ქვედა საფარს უკიდია. ადგილობრივების თქმით, კვამლი რამდენიმე საათის წინ შენიშნეს.
რამ გამოიწვია აალება და რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი, ჯერჯერობით, უცნობია.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების მობილიზება ხდება.