დაასახელეთ ის ოჯახები, რომლებიც ხალხის კეთილდღეობის ხარჯზე გამდიდრდნენ - ჩიხლაძე გახარიას

04.12.23 19:00
დაასახელეთ ის ოჯახები, რომლებიც ხალხის კეთილდღეობის ხარჯზე გამდიდრდნენ - ჩიხლაძე გახარიას

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუწოდებს, საჯაროდ დაასახელოს ის ოჯახები, რომლებიც ქართველი ხალხის ხარჯზე გამდიდრდნენ.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ გახარია მმართველი პარტიის გამდიდრებულ ჩინოვნიკებზე მეტს ისაუბრებს, რადგან საზოგადოება უკეთ დაინახავს "ოცნების" რეალურ სახეს.

ნამდვილად მაინტერესებს, რა თქმა უნდა, ამ სიუჟეტში რაც ითქვა, რომ 20-25 ოჯახი მდიდრდება, არ ვიცი, 20-ია, 25 თუ 30, კარგი იქნება, რომ ბატონმა გიორგიმ თქვას, ვინ არიან ეს ოჯახები, რადგან 3-4-5 მეც მომდის თავში. კარგია, რომ ამაზე საუბარი დაიწყო. ყოველგვარი იმის გარეშე ვამბობ, რომ როდესაც "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრად ხარ ნამუშევარი უფრო მეტი ინფორმაცია გაქვს ამაზე და კარგია, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ. 2024 წლის არჩევნები არ იქნება როგორც ადრე იყო, იქნება გეოპოლიტიკური არჩევანი, რუსული მიმართულება თუ ევროპული მიმართულება. აი აქ, ევროპული მიმართულება რასაც ჰქვია პროდავსალურ ოპოზიცურ ველზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ოპოზიიცის გაძლიერება. და ჩვენ, გამარჯვების პლატფორმას გვაქვს იმისი ამბიცია, რომ "ქართულ ოცნებაზე" მეტი ხმა ავიღოთ", - აღნიშნა ჩიხლაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ სოფელ ობუჯში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ეს გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის. 

მსგავსი სიახლეები