საქართველო, სავარაუდოდ, მიიღებს კანდიდატის სტატუსს - რიკარდ იოზვიაკი

04.12.23 18:47
საქართველო, სავარაუდოდ, მიიღებს კანდიდატის სტატუსს - რიკარდ იოზვიაკი

"საქართველო, სავარაუდოდ, მიიღებს კანდიდატის სტატუსს", - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

"ევროკავშირის გაფართოების უახლეს პროექტში რეკომენდაციები გაიცა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ არ არის მიღებული. საქართველო, ასევე, სავარაუდოდ, მიიღებს კანდიდატის სტატუსს იმის გათვალისწინებით, რომ უკვე გადაიდგა 9 ნაბიჯი, რომელიც მითითებულია კომისიის ანგარიშში," - წერს იოზვიაკი.

მსგავსი სიახლეები