გამწარებულია, რადგან სანქციები მოემართება პირადად მისკენ - ნათელაშვილი ივანიშვილზე

04.12.23 19:35
გამწარებულია, რადგან სანქციები მოემართება პირადად მისკენ - ნათელაშვილი ივანიშვილზე

ემუქრება თუ არა ბიძინა ივანიშვილს ამერიკის შეერთებული შტატებისგან დასანქცირება - პირველი ლეიბორისტი, შალვა ნათელაშვილი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ ქართველი ოლიგარქის "გამწარებული" დამოკიდებულება "ლეიბორისტული პარტიის" მიმართ მოსალოდნელი სანქციების შიშით არის განპირობებული.

მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტმა ფარცხალაძე რუსეთის აგენტობაში ამხილა, მმართველმა პარტიამ მას საკმარისი დრო მისცა, რათა საკუთარი ქონების გადაფორმება ოჯახის სხვადასხვა წევრზე მოესწრო.

პირადად ენტონი ბლინკენი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ დავასანქცირეთ რუს-ქართველი ოლიგარქი, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე ივანიშვილის სახსენებელს ქარიშხალი ისტორიისა აღგვის პირისგან, მიწისგან და სანქციები მოემართება პირადად მისკენ და ამიტომ არის იგი ჩვენზე განსაკუთრებით გამწარებული. უნდა, რომ ბოლომდე შემოდგომის ბუზი რომ იკბინება და იცის, რომ ზამთარი დაუდგება და გაიყენიბა, მანამდე მოასწროს მეტი კბენა. სახელმწიფო დეპარტამენტმა დააფიქსირა ბატონი ფარცხალაძე და არავითარი ყადაღა მის ქონებაზე არ ყოფილა. მისცეს დრო, რომ გადაეფორმებინა შვილზე, სიდერდზე. ჩემზე, ლეიბორისტულ პარტიაზე რა ოპერატიულად იმოქმედეს", - აღნიშნა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, "ლეიბორისტულ პარტიას" ხელისუფლებამ უძრავ-მოძრავი ქონება დაუყადაღა. ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ოპოზიციონერი ლიდერი პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს და პირდაპირ ასახელებს პრემიერის კლანის წარმომადგენელს, ვის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 

მსგავსი სიახლეები