ნათელაშვილის ქონება დააყადაღეს
დაყადაღებულია "ლეიბორისტული პარტიის" მთელი ქონება. შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტებს მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა, რომლის მიხედვითაც პარტია მის საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას ვეღარ განკარგავს. გლეხების დაცვა და ამ მიზნით დაწყებული სასამართლო დავა ლეიბორისტებს შესაძლოა პარტიის ოფისიდან გამოცხადების ფასი დაუჯდეთ. ნათელაშვილი ამბობს, რომ ის ივანიშვილის შურისძიების მსხვერპლია.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.