ოპოზიციის ფინანსური მოგუდვა წინასაარჩევნოდ - პარტიების დაფინანსება იზღუდება

04.12.23 20:36
ოპოზიციის ფინანსური მოგუდვა წინასაარჩევნოდ - პარტიების დაფინანსება იზღუდება

ოპოზიციის ფინანსური მოგუდვა წინასაარჩევნოდ. რეპრესიული კანონი დაანონსებულია. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს აღიარა, რომ პარტიების დაფინანსებაზე შეზღუდვა მხოლოდ დასაწყისია და ოპონენტები მმართველი გუნდისგან კიდევ ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოს. ნაღმები დეოლიგარქიაზაციის პროექტში იმალება. ერთი, რაც უკვე ცნობილია -  ბიზნეს კომპანიები პოლიტიკურ პარტიებს ფულს აღარ გადაურიცხავენ. 

თუმცა ეს შეზღუდვა მძიმე ფინანსური ტვირთი მხოლოდ ოპოზიციისთვის იქნება. "ქართულ ოცნებას" აქაც შავი ხვრელი აქვს ნაპოვნი. კომპნიების თანამშრომლებს ფულს აძლევენ და შემდეგ ისინი რიცხავენ პარტიის ყულაბაში. ამიტომ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ "ოცნების" მიერ მომზადებული პროექტი თავიდან ბოლომდე რეპრესიულია და კანონის ძალით წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განეიტრალებას ისახავს მიზნად.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები