რუსული სუპებიდან მომწამვლელ საკვებამდე - ვინ არის პასუხისმგებელი ჯარისკაცების დამპალი ხორცით გამოკვებაზე

04.12.23 20:08
რუსული სუპებიდან მომწამვლელ საკვებამდე - ვინ არის პასუხისმგებელი ჯარისკაცების დამპალი ხორცით გამოკვებაზე

დამპალი ხორცი და მატლებდასეული თევზი ჯარში - ორდღიანი  ფიქრის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ კვება გაუმჯობესდა, რადგან სამხედროებს დაურიგეს.  ბურჭულაძეს დღეს თავის მართლების უშედეგო მცდელობა ჰქონდა.  ღარიბაშვილის მეგობარი მაღალჩინოსანი  მხოლოდ  ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლა და არაფერი უთქვამს  იმ მხილების სერიაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა სასამართლო დარბაზში მისივე უწყების ყოფილი მაკონტროლებლის მიერ დაკითხვის დროს.  

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი  სასამართლო სხდომაზე ჰყვებოდა, რომ სამხედროები ჯარში  უვარგისი საკვების გამო იწამლებიან, შემდეგ კი მათ კოვიდ ინფიცირებულებად აფორმებენ. 

როცა მაკონტროლებელმა ხმა ამოიღო,  გაჩუმების სანაცვლოდ მინისტრის სახელით  სახლში წასვლა და ხელფასის გადახდა  შესთავაზეს. ანუ ადგილი ჰქონდა მოსყიდვის მცდელობას, რაც  კიდევ ერთი დანაშაულია. რუსული სუპების  შემდეგ ასეთი მასშტაბის სკანდალი  თავდაცვის სამინისტროს არ ახსოვს. ოპოზიცია  ბურჭულაძის გადადგომას ითხოვს.

იგეგმება თუ არა პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომა? - დეტალები ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები