ახალი რუსული გზა - სანქცირებული მოსკოვი საქართველოსთან დაკავშირებას ინგუშეთის გავლით ცდილობს

04.12.23 20:22
ახალი რუსული გზა - სანქცირებული მოსკოვი საქართველოსთან დაკავშირებას ინგუშეთის გავლით ცდილობს

ახალი რუსული გზა და საგანგებო შეხვედრა ინგუშეთში. სანქცირებული მოსკოვი საქართველოსთან დაკავშირებას სწორედ ინგუშეთის გავლით ცდილობს. ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელ რკინიგზის პროექტზე უკვე აქტიური განხილვებია დაწყებული. მთავარი მომლაპარაკებლები ისევ რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრები არიან. ეს ის საბჭოა, რომელმაც რუსულ ავიაციას გაუხსნა გზა საქართველოსკენ. ქართული დიასპორის წარმომადგენლები ახლა სახმელეთო კავშირის აღდგენას ითხოვენ. 

სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოსთან მოსკოვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საერთაშორისო იზოლაციის ფონზე ტვირთების მიღების ალერნატიულ გზად სწორედ საქართველო განიხილება. ინგუშეთის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა  ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იყო დაგეგმილი, თუმცა არ განხორციელდა. ახლა მოსკოვმა ისევ ქართველების დახმარებით, გასული საუკუნის 80-იანი წლების პროექტების გაცოცხლება გადაწყვიტა.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები