პოლიტიკური კინკლაობიდან პოლიტიკურ გაყრამდე - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში"
პოლიტიკური გაყრა დაიწყო - 10-თვიანი დაპირისპირების შემდეგ წერტილის დასმის დრო დადგა. პირველი მერცხალი ბათუმის ორგანიზაციაა. პარტიის 13 წევრი, მათ შორის, ბათუმის საკრებულოს 7 დეპუტატი დღეიდან "ნაციონალურ მოძრაობაში" აღარ ირიცხება. ბრიფინგის დასრულების შემდეგ მათ ოფისში პარტიის ბანერიც მოხსნეს და თეთრი კედლები დატოვეს. ვისი ლოგო ჩაანაცვლებს ენემს ამ ოფისში, ეს ძალიან მალე გამოჩნდება. სავარაუდოდ, იმ პარტიის, რომლის დამფუძნებელიც ნიკა მელია იქნება.
გიორგი კირთაძე ადასტურებს, რომ იმ პოლიტიკურ ძალას შეუერთდება, რომელსაც მელია შექმნის. ახლა "ნაციონალურ მოძრაობაში" სხვა რაიონული ორგანიზაციების ბრიფინგებს ელოდებიან. დარწმუნებული არიან, რომ მელიას გუნდი ანალოგიური მეთოდით დატოვებს პარტიას. ბოლოს კი თავად ყოფილი თავმჯდომარე გააკეთებს განცხადებას. ეს სცენარი რთული გასაშიფრი არ არის. უთანხმოება პარტიის შიგნით, რომელიც უკვე ერთი წელია გრძელდება, როგორც ჩანს, ლოგიკურ დასასრულამდე მიდის.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.