ბიზნესმენს დანა 8-ჯერ ჩაარტყეს, დაჭრეს ადგილზე გამოძახებული პატრულიც - რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება

04.12.23 20:13
ბიზნესმენს დანა 8-ჯერ ჩაარტყეს, დაჭრეს ადგილზე გამოძახებული პატრულიც - რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება

პოლიციელისა და სამოქალაქო პირის დაჭრისთვის ნოდარ ვაშაკიძეს, მეტსახელად "თიყვას " 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  მის წინააღმდეგ საქმეში დევს თემურ ანჯაფარიძის ჩვენება, რომელსაც ვაშაკიძემ ზაარბრიუკენის მოედანზე დანა 8 ჯერ ჩაარტყა.  ჩატარებული ქირურგიული ოპერაციების შემდეგ  სამართალდამცველებმა დაჭრილის გამოკითხვა შეძლეს.   ამ დრომდე  კლინიკაში რჩება  პოლიციელიც, რომელიც  ვაშაკიძემ  დაკავების დროს დაჭრა.   

ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით,  ბრალდებულმა და დაზარალებულმა ბიზნეს წილები ვერ გაიყვეს. თემურ ანჯაფარიძე კომპანია ორგანიკის 27 პროცენტიანი წილის მფლობელია. ოფიციალური დოკუმენტების არსებობის მიუხედავად, დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი არანაირ ბიზნესს არ ფლობს. ახლა სისხლიანი  ანგარიშსწორების მიზეზს გამოძიება არკვევს.   ჩხუბი ვაშაკიძესა და ანჯაფარიძეს შორის    რესტორანში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა.

მსგავსი სიახლეები