"როდესაც ირაკლი ბერაია არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სახე, მე ამ სისტემისგან არანაირი იმედი არ მაქვს" - რაქვიაშვილი

04.12.23 21:44
"როდესაც ირაკლი ბერაია არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სახე, მე ამ სისტემისგან არანაირი იმედი არ მაქვს" - რაქვიაშვილი

" როდესაც ირაკლი ბერაია არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სახე, მე ამ სისტემისგან არანაირი იმედი არ მაქვს" - ასე ეხმაურება პარტია "გირჩის" წევრი სანდრო რაქვიაშვილი ქართველი სამხედროებისათვის განკუთვნილ უვარგის საკვებს და აღნიშნავს, რომ დროა, თავდაცვის სამინისტრომ სწორი და დასაბუთებული ინფორმაცია გაასაჯაროვოს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერიდან 2024 წლის არჩევნებში საზოგადოებას აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს, რათა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეიცვალოს.

ჩვენ დიდი ხანია ჩვენი ხალხის იმედი გვაქვს და ჩვენი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ ის სიყალბე, რაც მოდის. პარლამენტი ამაში გვეხმარება, მაგრამ როდესაც ირაკლი ბერაია არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სახე, მე ამ სისტემისგან არანაირი იმედი არ მაქვს. სანამ ეს პოლიტიკური ხელმძღვანელობა პარაზიტად შეაჯდა ჩვენს მთელ ჯარს და ზოგადად, ქვეყანას, იმასაც კი ვერ გადაამოწმებ თავდაცვის სამინისტრო სწორ ინფორმაციას მოგცემს თუ არა. მათ უნდა დაიწყონ დოკუმენტების საჯაროდ მოწოდება. საბოლოო ჯამში ყველაფერი დადის იქამდე, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ, რომ 2024 წელს ეს ყველაფერი შეიცვალოს", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები