2012 წელს მოვიდნენ და ჯარს დაეტაკნენ დასასუსტებლად, სარგებელს ამაში რუსეთი ნახავს - ყურაშვილი

04.12.23 23:59
2012 წელს მოვიდნენ და ჯარს დაეტაკნენ დასასუსტებლად, სარგებელს ამაში რუსეთი ნახავს - ყურაშვილი

გენერალი მამუკა ყურაშვილი "საჯარო პოლიტიკის" ეთერიდან თავდაცვის მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ უწყების მიერ განხორციელებული ქმედებები მათ ანგარიშებზევე თანხების გაზრდას ემსახურება.

გენერლის თქმით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა, მთავრობა ჯარის დასუსტებას ცდილობს, ხოლო ამ მოცემულობით სარგებელს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია ნახავს.

აუცილებლად უნდა გადადგეს თავდაცვის მინისტრი, რადგან ეს აუსტებს თავდაცვის უნარიანობას. კი, მესმის, რომ სასარგებლო სასიამოვნოსთან არის შეფარდებული. სასარგებლო არის, რომ ანგარიშებზე თანხები ეზრდებათ ამათ, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ აბანოები კეთდება რუსული და ცოცხის თემას ვერ შორდებიან ესენი. სარგებელს ამ ყველაფერში რუსეთი ნახავს. რუსეთის ამოცანა იყო. პირველი, რაც ქნეს, ეცნენ ჯარს, 2012 წელს როგორც კი მოვიდნენ, ჯარს დაეტაკნენ დასასუსტებლად. როცა თავდაცვის მინისტრი იძახის, რომ ღობეებზე ძვრება ხალხი, თუ ეგრეა, რა აუცილებელი იყო კანონმდებლობის შეცვლა და ახალწვეულების გაწვევა. ამ საკითხებზე გაქვთ პასუხი გასაცემი და ესე აბრუებენ ხალხს", - აღნიშნა მამუკა ყურაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები