ოთარ ფარცხალაძის სახლთან მავთულხლართები აღმართეს (ვიდეო)
ოთარ ფარცხალაძის სახლთან მავთულხლართები აღმართეს - საქართველოში დაბრუნებულ ჯაშუშობაში ბრალდებულ ექს-პროკურორს რომ მყუდროება არ დაერღვეს, მის სახლთან უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები ამოქმედდა.
შავ სახლთან ახლოს გადადგილება მედიისთვის სასტიკად აკრძალულია-მთელს პერიმეტრს დაცვის სამსახური აკონტროლებს. თავად ფარცხალაძე კი იმალება.
რა მისიით ჩამოვიდა კრემლიდან და უკავშირდება თუ არა მისი ვიზიტი საქართველოში ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთში ტვირთების გადატანას არ საჯაროვდება.
საქართველოს ხელისუფლებას კი პასუხი ამ არ აქვს - რატომ შემოუშვეს ჯაშუშობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქე უპრობლემოდ, რატომ გაადვილდება სავარაუდოდ სახელმწიფო დაცვის ავტომობილებით, მითუმეტეს როდესაც მის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის მუხლით გამოძიებაც კი არის დაწყებული.