ელიტური კორუფცია "ქართულ ოცნებაში", ვის ჯიბეში მიდის მილიონები? - რას ამბობენ გახარიას გუნდში

05.12.23 11:38
ელიტური კორუფცია "ქართულ ოცნებაში", ვის ჯიბეში მიდის მილიონები? - რას ამბობენ გახარიას გუნდში

ვის ჯიბეში მიდის მილიონები - გიორგი გახარიას მიერ დაანონსებული მხილების შემდეგ, "პირველებმა" დეტალების გარკვევა გიორგი გახარიას თანაგუნდელებთან სცადა. ბერდია სიჭინავა კონკრეტული ადამიანების სახელებს და გვარებს არ ასახელებს, თუმცა მიანიშნებს, რომ შესაძლოა, საკითხი სამშენებლო ბიზნესს ეხებოდეს. 

ოპოზიციის წევრის თქმით, კორუფციული გზით მიღებული შემოსავლების დიდი ნაწილი სწორედ მმართველი პარტიის შავი სალაროს შევსებას ხმარდება. 

კორუფციული გზით მიღებული შემოსავლების ძალიან დიდი ნაწილი ხმარდება „ატკატების“ სახით შავი სალაროს შევსებას „ოცნების“, რომელიც შემდეგ საარჩევნო მიზნებით გამოიყენება. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით ამ პროცესს. რეალურად, ეს ფული გამოყენებული იქნება თუ არა არჩევნებში და ამის შემდეგ კონკრეტულად ჩვენს ნაბიჯებს გადავდგამთ.

მეორე გზაა ძალიან მარტივი, როდესაც მთავრობას შეუძლია მისი გადაწყვეტილებით კონკრეტულ იუნდივიდს რაღაც საინვესტიციო პირობით გადასცეს ქონება, შემდეგ ეს საინვესტიციო პირობები შეუცვალოს სხვა მთავრობის განკარგულებას და ბოლოს აღმოჩნდება ის, რომ უზარმაზარი ქონება გადაეცა კომპანიას და ამ კომპანიას, რომელიც შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე „ოცნების“ შემომწირველი კომპანია, კონკრეტულ შემტხვევაშ მოაქვს უკან ის თანხა, რომელიც გადაეცა.

მთავრობის ადმინისტრაციაში როცა ვმუშაობდი, ძალიან ბევრი ჩამკეტი მექანიზმი გვქონდა.  რაღაც ეტაპზე შევძელით რაღაცებიის დაზღვევა, თუმცა ბუნებრივია, რაც ხდება, ის განსხვავებულია იმისგან. რაც 20221 წლამდე ხდებოდა, - ამბობს ბერდია სიჭინავა. 

გიორგი გახარია „ქართული ოცნების „ ლიდერებს დიდი  ფულის ქურდობაში ადანაშაულებს. ექსპრემიერმა თქვა, რომ მილიონები 25 ოჯახის ჯიბეში მიდის  და აანონსებს, რომ  მათ ვინაობას მალე დაასახლებს.

„ოცნების ლიდერებმა იმდენი მოიპარეს რომ შეშინებულები არიან როგორ დაიცვან ახლა მოპარული მილიონები" - ამბობს ექს-პრემიერი,  რომელიც ელიტური კორუფციის შესახებ პირველად ალაპარაკდა.

ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც გახარია "ოცნებას" ემუქრება. პირველი იყო როდესაც ივანიშვილის გუნდს გასამართლება დაუანონსა და ახლა, როდესაც ამტკიცებს, რომ ბიუჯეტის ქურდების ვინაობა მისთვის ცნობილია.